22 იანვარი

10:30
“რედისონში” „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ პრეზენტაციას გამართავს. თემა: „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის ანალიზი“. საკონტაქტო პირი: მარიამ ხურციძე 555 711 228
10:30
NEW
გორის მუნიციპალიტეტის სოფელში ქვეში, საქართველოში ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი, შიდა ქართლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიასთან არსებული ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მდებარე რამოდენიმე თემს ეწვევა, რომლებსაც USAID-ის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების (NEO) პროექტის ფარგლებში დახმარება გაეწიათ.
10:30
NEW
“პირველ პრესკლუბში” ადვოკატი ირმა ჭკადუა, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:00
“პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:00
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, გერმანიის ბუნდესტაგის წევრთან კრისტოფ ბერგნერთან შეხვედრას გამართავს. თბილისი, პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი
E1
11:00
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
11:00
„კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაზა პაპუაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემები: იური ვაზაგაშვილის აფეთქება; ქართველი ჩინოვნიკების უკრაინის მთავრობაში და ცვლილებები სს კოდექსში; გია როინიშვილის თეატრიდან გათავისუფლება. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, თბილისის 41-ე საჯარო სკოლის ინტეგრირებული კლასის აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოსწავლეებს პლანშეტურ კომპიუტერებს გადასცემს. მისამართი: ირაკლი აბაშიძის 15
11:00
NEW
“პირველი რადიოს” რადიოკლუბის სტუმრები მოძრაობა “აფხაზეთი საქართველოა” და მოძრაობა “სამაჩაბლო საქართველოა” იქნებიან. სოციალურად დაუცველები, დევნილები და უასხლკაროები ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესო შენგელიასთან ერთად განცხადებას გააკეთებენ. თემა: “დამსხვრეული ოცნებები და მიმართვა დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტროებს”.
11:00
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე ბრიფინგს გამართავს.

11:30
“პირველ პრესკლუბში” „ქალთა პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა მაჭავარიანი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმე, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:30
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ლევან მამალაძე სკაიპით ბრიფინგს გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.
11:40
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, გერმანიის ბუნდესტაგის წევრ კრისტოფ ბერგნერს შეხვდება. თბილისი, კომიტეტის თავმჯდომარის, ვიქტორ დოლიძის სათათბირო ოთახი
11:40
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში დამოუკიდებელი ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი, რომელიც იური ვაზაგაშვილის აფეთქების საქმეში ჩაერთო, პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23, საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
12:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის “ნაციონალური მოძრაობა” თბილისის თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე, საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს. მისამართი: თავისუფლების 2
E1
12:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ფრაქციის “ქართული ოცნება” ხელმძღვანელი რიმა ბერაძე და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, ფიროსმანის მუზეუმს ეწვევიან და იქ არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნობიან. მისამართი: ფიროსმანის 29
12:00
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
12:00
ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი, დეპუტატი ზურა აბაშიძე საინფორმაციო პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
12:00
“პირველ პრესკლუბში” „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ ხელმძღვანელი გრიგოლ გაგნიძე და მამუკა ტუსკაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
NEW
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: დამისამართების პროექტის ფარგლებში 6 ქალაქში კონკრეტულ მისამართებზე მოსახლეობის იდენტიფიცირება დაიწყო.

12:00
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე და გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე ბრიფინგს გამართავენ.
12:30
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, გერმანიის ბუნდესტაგის წევრთან კრისტოფ ბერგნერთან შეხვედრას გამართავს. თბილისი, კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის სათათბირო ოთახი
12:30
NEW
„ივერიონის“ პრესკლუბში ექსპერტი დემურ გიორხელიძე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს. მისამართი: კოსტავას 6, პირველი სადარბაზო, მე-3 სართული
12:30
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „პროფესიული განათლების პროფკავსირების“ თავმჯდომარე დენის დავითაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: რა ბინძურ ხერხებს მიმართავს თამარ სანიკიძე თავის გადარჩენისთვის – პრემიერ-მინისტრის შეცდომებში შეყვანის სერია გრძელდება.
13:00
პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. თბილისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი
E1
13:00
NEW
“პირველ პრესკლუბში” ნანა კაკაბაძე, ყოფილი პოლიტპატიმრები და ხელისუფლებისგან დაზარალებული პირები, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00
NEW
„ივერიონის“ პრესკლუბში, ადვოკატი თამინა ქუთათელაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პოლიციის მხრიდან ნარკოტიკული ნივთიერების ჩადების კონკრეტული ფაქტები. მისამართი: კოსტავას 6, პირველი სადარბაზო, მე-3 სართული
13:00
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურაზე ბრიფინგს გამართავს.
14:00
“თბილისი რუმსში” მსოფლიო რბენის გლობალური სპორტული დირექტორი, ბრიტანელი ქოლინ ჯექსონი და სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი პრესკონფერენციას გამართავენ.
14:00
„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ მოშიმშილე პატიმართა მხარდამჭერ პერმანენტულ საპროტესტო აქციას საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროსთან გამართავს. აქციის მიზანია სასხელაღსრულების N7 დაწესებულებაში პატიმართა უფლებების დაცვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები