„ყირიმში რუსეთის არმიის ავტომანქანები მოძრაობენ“

  კიევის შემდეგ დაძაბულობამ ყირიმში გადაინაცვლა. ყირიმში რუსი სამხედროების აქტიურობა შეინიშნება. ადგილობრივი ბლოგერები ავრცელებენ ვიდეოკადრებს, რომლებზეც, ავტორის განცხადებით, კარგად ჩანს, თუ როგორ მოძრაობენ სევასტოპოლიდან იალტის მიმართულებით რუსული სანომრე ნიშნების მქონე სატვირთო ავტომანქანები. ამ ავტომანქანებში რუსი სამხედროები იმყოფებიან,- ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ერთ-ერთი სააგენტოს ცნობით, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა იუშენკომ, კუჩმამ და კრავჩუკმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და რუსეთი ყირიმის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევაში დაადანაშაულეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები