პეკინზე ავარია, სავარაუდოდ, მძღოლის გარდაცვალებამ გამოიწვია

თბილისში, პეკინის გამზირზე, მომხდარი ავტოავარის დროს „ოპელის“ მძღოლი უკვე გარდაცვლილი იყო, – ამის შესახებ “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება. შემთხვევა დღეს მოხდა. პეკინის ქუჩაზე ერთმანეთს “ფორდის” და “ოპელის” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. “ფორდის” მძღოლის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება გარდაცვლილ მგზავრს, სავარაუდოდ, მას ჯანმრთლობის პრობლემები ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები