“ამით უნდათ დაგვაშინონ ის ხალხი, ვინც ხმალამოღებული ვებრძოდით 9- წლიან ტირანიას”

“ქუდზე კაცი” – ყველანი უნდა გამოვიდეთ და გავერთიანდეთ ტერორიზმის წინააღმდეგ, რომელიც დაიწყო საქართველოში – ასე ეხმაურება სამხედრო ექპერტი, ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს. მაისაია ფიქრობს, რომ იური ვაზაგაშვილის “უსასტიკესი ფორმით მკვლელობით“ პოლიტიკური ტერორი დაიწყო.
“ქუდზე კაცი” – ყველანი უნდა გამივიდეთ პოლიტკური ტერორის წინააღმდეგ და გავერთიანდეთ ტერორიზმის წინააღმდეგ, რომელიც დაიწყო საქართველოში ჩვენი თანამებრძოლის და მეგობრის, ჭეშმარიტი ქართველი პატრიოტის და ვაჟკაცის მამის, იური ვაზაგაშვილის, უსასტიკესი ფორმით მკვლელობით. დაიწყო უკვე პოლიტიკური ტერორი და ყველა უნდა გავაერთიანდეთ ლოზუნგით – “დღეს ჩვენ ვართ იური ვაზაგაშვილები” და გამოვუცხადოთ დაუნდობელი ბრძოლა პოლიტიკურ ტერორიზმს და ამის შემომტან ძალას, რომელიც დგას ამ ტერაქტის უკან, ქართველი “ნეოტროცკისტების” წინააღმდეგ… სასტიკი ბრძოლის დრო მოვიდა და ქართველმა ხალხმა უნდა დაიცვას საკუთარი ღირსება და ახლა გამოჩნდება, ამ მძიმე ჟამს, რამდენად ვართ ღირსეული ერი…. ამით უნდათ რომ დაგვაშინონ ის ხალხი, ვინც ხმალამოღებული ვებრძოდით 9 -წლიან ტირანიას და ვინც არ გამხდარა კონფორმისტი, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან“, – წერს მაისაია.
იური ვაგაზაშვილი გუშინ კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას გარდაიცვალა. ვაზაგაშვილი ახლობლის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, რა დროსაც საკუთარი ვაჟიშვილის საფლავზე გადაწყვიტა ყვავილების მიტანა. აფეთქება სწორედ იმ დროს მოხდა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები