“ხველა არ არის დაავადება – ის არის დაცვითი რეფლექსი, რომელიც ეხმარება ორგანიზმს სასუნთქი გზების გაწმენდაში” – პედიატრი ბავშვებში ხველის ყველაზე ხშირ მიზეზებზე საუბრობს

“ხველა ბავშვთა ასაკში – რა უნდა ვიცოდეთ?

ხველა არ არის დაავადება – ის არის დაცვითი რეფლექსი, რომელიც ეხმარება ორგანიზმს სასუნთქი გზების გაწმენდაში”, – ამის შესახებ პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი წერს.

პედიატრი ბავშვებში ხველის ყველაზე ხშირ მიზეზებზე საუბრობს.

ბავშვებში ხველის ყველაზე ხშირი მიზეზებია:

ვირუსული ინფექციები (გაციება, გრიპი, ბრონქიოლიტი)

ალერგია (მშრალი, გახანგრძლივებული ხველა)

ბრონქოსპაზმი – ასთმა

ბაქტერიული ინფექციები (ბრონქიტი, პნევმონია, სინუსიტი, ოტიტი)

რეფლუქსი (ხშირად ჩვილებში)

უცხო სხეული სასუნთქ გზებში (მოულოდნელი ხველა, ხიხინი).

პირველადი დახმარება სახლის პირობებში

სითხის საკმარისი მიღება ათხელებს ნახველს, ძუძუთი ხშირი კვება!

ოთახის ხშირი განიავება და ჰაერის დატენიანება;

ცხვირის გამორეცხვა; ფიზიოლოგიური ხსნარით(ცხვირით სუნთქვის აღდგენა);

პოზიციური დახმარება – ოდნავ წამოწეული თავი ძილისას;

თბილი სითხეები (უფროს ბავშვებში), ინჰალაციები ფიზიოლოგიური ხსნარით მხოლოდ!

თაფლი მხოლოდ 1 წლის ზემოთ

არ არის რეკომენდებული:

ხველის დამთრგუნველი მედიკამენტების თვითნებური მიღება;

ანტიბაქტერიული პრეპარატების მიცემა ექიმის დანიშნულების გარეშე.

როდის მივმართოთ ექიმს?

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ:

სუნთქვა გახშირდა ან გაძნელდა;

ტუჩები ციანოზურია;

მაღალი ტემპერატურა 3 დღეზე მეტხანს გრძელდება;

ბავშვი უარს ამბობს სითხეზე;

ხველა არის მოულოდნელი და ძლიერი (ეჭვი უცხო სხეულზე);

ხველა გრძელდება 2 კვირაზე მეტხანს!

რას უნდა დააკვირდეს მშობელი?

(რა იქნება საინტერესო ექიმისთვის)

როგორია ხველის ტიპი: მშრალი თუ სველი, სუნთქვის სიხშირე (ითვლით ძილის მდგომარეობაში ერთი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა – ერთი სუნთქვაა) და ხიხინი (მშრალი, პროდუქტიული, მსტვინავი).

შეაფასეთ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა (აქტიურობა, მადა)

ხველა ბავშვში ხშირია და უმეტესად თავად გადის, მაგრამ სწორ დაკვირვებასა და მშვიდ, გონივრულ მოქმედებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს”, – წერს პედიატრი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები