სომხეთში აიკრძალება უცხოური აუდიოვიზუალური პროგრამების გავრცელება, რომლებიც ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებას ხელს უშლიან.
“აუდიოვიზუალური მედიის შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ კანონპროექტი, რომელიც სომხეთის ეროვნულ კრებას განსახილველად წარედგინა, ითვალისწინებს კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობისკენ, ომის პროპაგანდისკენ, ასევე სომხეთის რესპუბლიკის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევისკენ მიმართული ინფორმაციის შემცველი აუდიოვიზუალური პროგრამების გავრცელების აკრძალვას.
როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, კანონპროექტი მეორე მოსმენით სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის რეგულარულ სხდომაზე მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრმა, მხიტარ ჰაიაპრატიანმა წარადგინა.
„პროექტი გადაიხედა იუსტიციის სამინისტროსა და ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომისიის პარტნიორებთან თანამშრომლობით. კერძოდ, გადაწყდა, რომ პროექტი მარეგულირებელ სახელმწიფო ორგანოს მიანიჭებდა უფლებამოსილებას, დაედგინა შესაბამისი სტანდარტები, მაგალითად, ომისკენ მოწოდების შემცველი ინფორმაციის გავრცელების, ასევე სომხეთის რესპუბლიკის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევის შემთხვევებში“, – განმარტა ჰაირაპეტმა.