ლევან მამალაძე: იური ვაზაგაშვილი კოლექტიური მკვლელობის შედეგია

შევარდნაძის მთავრობის მაღალჩინოსანი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში აფასებს. ლევან მამალაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ დანაშაული ამჟამინდელი და ყოფილი ხელისუფლების ჰოჰაბიტაციის შედეგია:

„იური ვაზაგაშვილი კოლექტიური მკვლელობის შედეგია! იური ვაზაგაშვისლის მკვლელობამ სულით ხორცამდის შემძრა! ამ ფაქტმა დაადასტურა ხელისუფლებაში არსებული სისტემური კრიზისი. სწორედ სისტემურ კრიზისთან გვაქვს საქმე, რომელიც ჯერ კიდევ სააკაშვილმა აღიარა ციხის ფაქტებთან დაკავშირებით. თუკი კოსმეტიკურ ცვლილებებს არ ჩავთვლით, სააკაშვილის მიერ შექმნილი რეპრესიული სახელმწიფო სისტემა არ შეცვლილა დღემდე. ამერიკელების მიერ თავსმოხვეული კოჰაბიტაცია რესპუბლიკურ – ცოლ-ქმრული დუეტის მხარდაჭერით განხორციელდა. ასევე დაარწმუნეს „ქართული ოცნების“ შემოქმედი იმაში, რომ სააკაშვილის ძალმომრეობითი სახელმწიფო სისტემა გამოეყენებინათ და „ნაციონალური მოძრაობა“ გადაერჩინათ. უშიშროების, პროკურატურისა და პოლიციის სტრუქტურები, გამოცდილნი არიან პოლიტიკური მანიპულირებისა და საზოგადოების მართვაში. სწორედ ეს ბერკეტები უზრუნველყოფს ელექტორატის მობილიზებას და არჩევნების შედეგებს. ამის გამო პროკურატურაში, პოლიციაში და სხვა უწყებებში თანამდებობებზე დატოვეს სააკაშვილის რეჟიმის ჯალათები, არჩევნების შედეგად კი “ოცნებამ” რაიონებში გამგებლად, ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოთა ხელმძღვანელები დასვა. ფაქტიურად ხალხი ვისაც ებრძოდა სააკაშვილის დროს, ისინი ისევ ხელისუფლებაში მობრუნდნენ. რესპუბლიკური დუეტის ეს პროექტი აქტიურად რეალიზდება, მათი პარტიის ადმინისტრაციული რესურსი და გავლენა იზრდება. „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი მათ მძევლად აქციეს. დაფინანსება, ან თანამდებობები თუ მოაკლეს, კოალიციას დაშლით ემუქრებიან. ოცნების ათასობით მხარდამჭერი უპატრონოდ მიაგდეს, საზოგადოება გაანაწყენეს, „ოცნების“ რეიტინგი დაბლა დასწიეს. ეს ვიწრო პარტიული ინტერესი იყო ქვეყანაში სამართლიანობის ნაწილობრივად აღდგენის მიზეზი.
სწორედ ამას ებრძოდა იური ვაზაგაშვილი, მან პირდაპირ დაასახელა თავისი შვილის მკვლელები, პროკურატურამ არც კი დაკითხა ისინი. ეხლა შეიძლება ვიმარჩიელოთ, ვაზაგაშვილი „ნაცებმა“, ან მის მიერ დასახელებულმა პირებმა მოკლეს, ზოგი ამას თვითმკვლელობად მონათლავს და სხვა. ზოგადად კი, იური ვაზაგაშვილი კოლექტიური მკვლელობის შედეგია, იმ სისტემური კრიზისის რომელიც სააკაშვილის რეჟიმიდან მომდინარეობს დღემდე.
რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს დამნაშავეთა დასასჯელად. მთავარი – სანამ შეუქცევადი პროცესები დაიწყებოდეს, ბიძინა ივანიშვილი უნდა განთავისუფლდეს სხვა და სხვა ჯგუფთა ზეგავლენისგან, გაანთავისუფლოს ქვეყანა რეპრესიული რეჟიმისგან, უზრუნველყოს სამართლიანობის აღდგენა და ქვეყნის მდგრადი განვითარება! ეს განცხადება ხელისუფლებამ ამ დღეებში უნდა გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა და გადადგომის გარდა სხვა არაფერი დარჩებათ“, – წერს მამალაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები