გიორგი თავდგირიძე: 9 წლის მანძილზე ძალოვნებში დანაშაულებრივი დაჯგუფებისათვის კადრების შერჩევა ხდებოდა – ეს დაჯგუფება დღემდე არსებობს

თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე იური ვაზაგაშვილის აფეთქების ფაქტს ეხმაურება. როგორც თავდგირიძე აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს 9 წლის მანძილზე ძალოვნებში დანაშაულებრივი დაჯგუფებისათვის კადრების შერჩევა ხდებოდა, რომელიც დღემდე არსებობს.
„ცინიკური და ამაზრზენი დანაშაულია. გამოძიება არ იქნება ადვილი. ნაკლები ემოცია, წივილ-კივილი და მეტი საქმეა საჭირო. ფაქტია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დატოვებული ნაღმები აფეთქებას იწყებს.
გამოძიება ფრიად საშური და კარგი საქმეა, მაგრამ დამნაშავის დასჯა საკმარისი არ არის. ამ დანაშაულს უფრო ღრმა ფესვები და გამომწვევი მიზეზები აქვს, ვიდრე უბრალო კრიმინალი. 9 წლის მანძილზე ხდებოდა ძალოვნებში დანაშაულებრივი დაჯგუფებისათვის კადრების შერჩევა, გაწვრთნა, აღჭურვა და ფინანსური ავტონომიურობის უზრუნველყოფა. ეს დაჯგუფება დღემდე არსებობს და ძველი პატრონების დავალებებს ასრულებს “, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გიორგი თავდგირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები