ირმა ინაშვილი: ვინ იცავს ჩვენს საზოგადოებას გაექსპერტებული მკვლელებისაგან?

იური ვაზაგაშვილის მკვლელობა, – ეს არის თითოეული ჩვენგანის გამოწვევა. ეს არის ჩემი, ირმა ინაშვილის გამოწვევა, ია მეტრეველის გამოწვევა, ჯამბულ გამცემლიძის გამოწვევა, ყველა იმ ქართველის გამოწვევა, ვინც 2 წელია სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს, – ამ სიტყვებით ეხმაურება „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი იური ვაზაგაშვილის აფეთქების ფაქტს. მან სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს:
„ჩვენი ქართული ოცნება არ ყოფილა შვილის საფლავზე ვაზაგაშვილის აფეთქება… ჩვენი ქართული ოცნება არ ყოფილა სადისტების და მანიაკების აღზევება… ჩვენი ქართული ოცნება არ ყოფილხართ თქვენ, ვინც 2 წელია კოჰაბიტაციის პროგრესულობასა და სიკეთეში გვარწმუნებდით. მეტს გეტყვით, ვაგაზაშვილით არ დასრულდება. გაგრძელდება. ვინ იცავს ჩვენს საზოგადოებას გაექსპერტებული მკვლელებისაგან? გაპოლიტიკოსებული “ზონდერებისაგან”? თანამდებობებზე დაწინაურებული ნაცისტებისგან? დატოვეთ ხელისუფლება, დანიშნეთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები!“ – აცხადებს ირმა ინაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები