უჩა ნანუაშვილი: ქვეყანაში კლავენ სამართლიანობისთვის ბრძოლის ერთ-ერთ სიმბოლოს

„იქ, სადაც ათასობით ადამიანი კვლავ საქმის გადასინჯვას ითხოვს, იმ ქვეყანაში კლავენ სამართლიანობისთვის ბრძოლის ერთ-ერთ სიმბოლოს”, – ამ სიტყვებით ეხმაურება სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იური ვაზაგაშვილის აფეთქების ფაქტს.
“იქ, სადაც ათასობით ადამიანი თავს უფლებაშელახულად მიიჩნევს;
იქ, სადაც ეფექტური გამოძიება არაერთ საქმეზე კვლავ სერიოზული პრობლემაა;
იქ, სადაც დაუსჯელობის სინდრომი კვლავ გამჯდარია;
იქ, სადაც არ იქმნება მართლმსაჯულების ხარვეზის დამდგენი მექანიზმი;
სადაც წამების მსხვერპლნი კვლავ რეაბილიტაციას მოითხოვენ და ათასობით ადამიანი – კვლავ საქმის გადასინჯვას, იმ ქვეყანაში კლავენ სამართლიანობისთვის ბრძოლის ერთ-ერთ სიმბოლოს”, – წერს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას გარდაიცვალა. ვაზაგაშვილი ახლობლის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, რა დროსაც საკუთარი ვაჟიშვილის საფლავზე გადაწყვიტა ყვავილების მიტანა. აფეთქება სწორედ იმ დროს მოხდა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები