ზვიად კვაჭანტირაძე: რატომ გავაჭიანურეთ ასე მისი შვილის მკვლელობის გამოძიება?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. როგორც ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, მკვლელობის გამოძიება სასწრაფოდ უნდა მოხდეს.
„კიევში ვართ და ვხვდებით ბევრ მნიშვნელოვან პოლიტიკოსს. შუა შეხვედრის დროს ვიგებთ ამ შოკისმომგვრელ ამბავს.
პირველი აზრი, რაც თავში მომდის – რატომ გავაჭიანურეთ ასე მისი შვილის მკვლელობის გამოძიება? რატომ?
იური ვაზაგაშვილი თავს არ მოიკლავდა. ამ ვერსიის არსებობასაც კი ვერ შევეგუები. ამ საზარელი ფაქტის გამოძიება სასწრაფოდ უნდა მოხდეს. სასწრაფოდ!” – წერს ზვიად კვაჭანტირაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები