მთავარი პროკურორის მოადგილე: ყველა საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ სააკაშვილზე ძებნა გამოცხადდეს

მთავარი პროკურორის მოადგილის, გიორგი გოგაძის განცხადებით, ყველა საფუძველი არსებობს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდეს.
“მოლოდინის რეჟიმში ვართ და ველოდებით ინტერპოლის გადაწყვეტილებას. როდესაც ინტერპოლი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მის ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ყველასთვის ცნობილი გახდება”, – განაცხადა გოგაძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, აქვს თუ არა იმედი პროკურატურას, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდება, მთავარი პროკურორის მოადგილემ აღნიშნა, რომ ყველა საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ მასზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები