რაში ადანაშაულებენ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები რუსეთის ფედერაციას?

  უკრაინის ყოფილი მაღალჩინოსნები – ლეონიდ კრავჩუკი, ლეონიდ კუჩმა და ვიქტორ იუშჩენკო რუსეთის ფედერაციას უკრაინის საშინაო საქმეეში ჩარევაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „ნაშა უკრაინას” გვერდზე პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ირინა ვანნიკოვას მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„რუსეთი, რომელიც ყოველთვის უკრაინის შიდა საქმეებში „ჩარევას” უწოდებდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მცდელობებს, მოეგვარებინათ სიტუაცია უკრინაში პოლიტიკური გზით, ახლა პირდაპირ თავად ერევა ყირიმის პოლიტიკურ ცხოვრებაში. რუსეთის დუმის წევრების მოწოდებები, ჩატარდეს რეფერენდუმი ყირიმის რუსეთთან მიერთების შესახებ, ან შესაბამისი მიმართვების განხორციელება რუსეთის მიმართ უნდა დაიგმოს, როგორც მოწოდებები უკრაინის საკონსტიტუციო წყობისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისათვის. საფრთხის შემცველია ასევე ფედერალიზაციის სცენარი. ეს არის გზა პოლიტიკური კრიზისის ესკალაციისა და ყირიმში პოლიტიკური შუღლის გაღვივებისაკენ”,- აღნიშნულია პრეზიდენტების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები