“Charlie Hebdo”–ს ბოლო ნომრის ტირაჟი 7 მილიონამდე გაიზრდება

 

სატირული ჟურნალ “Charlie Hebdo“–ს ბოლო ნომრის ტირაჟი 7 მილიონამდე გაიზრდება. ამ ინფორმაციას „Agence France-Presse” ავრცელებს. ფრანგული სააგენტოს ინფორმაციით, ტირაჟის გაზრდის მიზეზი ჟურნალზე არნახულად გაზრდილი მოთხოვნა გახლავთ.

ჟურნალის რედაქციაზე განხორციელებული ტერაქტის შემდეგ გამოსული ნომერი თავდაპირველად 1 მილიონიანი ტირაჟით უნდა დაბეჭდილიყო, შემდეგ არჩევანი 3 მილიონზე, საბოლოოდ კი 5 მილიონიან ტირაჟზე გაკეთდა. ნომერი გაყიდვაში 14 იანვარს გამოჩნდა და პარიზში სულ რაღაც საათნახევარში ამოიწურა. ხელახალი გამოცემების შედეგად გამოსული ნომრების შემთხვევაშიც ანალოგიური სიტუაცია განმეორდა.
ფირფიტა „ჩვენ აღარ გვაქვს Charlie Hebdo“ საფრანგეთის დედაქალაქის ყველა საგაზეთო ჯიხურზე გვხვდება. ჟურნალზე დიდი მოთხოვნა სხვა ქვეყნებშიც არსებობს, მათ შორის გერმანია გამოირჩევა, სადაც პირველივე დღეს 55 ათასი ეგზემპლარი მოითხოვეს. „ეს ფრანგული პრესის აბსოლუტური რეკორდია“, – განაცხადა ისტორიკოსმა პატრიკ ევენომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები