საზარელი მკვლელობისთვის ბრალდებული პერმიაკოვის აღიარებითი ჩვენების შემდეგ, ადვოკატმა მის დაცვაზე უარი თქვა



გიუმრიში ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულის დაცვაზე ადვოკატმა უარი თქვა, – ამის შესახებ თანმარ ალიონსმა უცხოურ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

აილოიანის თქმით, ადვოკატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ემოციური გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პერმიაკოვმა იმის მოყოლა დაიწყო, როგორ დაჭრა ხიშტით ორი ბავშვი.

“ჩემი გადაწყვეტილება ემოციურია. როდესაც მან იმის მოყოლა დაიწყო, როგორ დაჭრა ორი ბავშვი ხიშტით, სხდომა დავტოვე და პროცესის გაგრძელება ვეღარ შევძელი. შეიძლება, ეს არაპროფესიონალიზმია, მაგრამ ეს ასეა”, – აღნიშნა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს ქალაქ გიუმრიში რუსმა ჯარისკაცმა, რომელიც სამხედრო სამსახურს 102-ე რუსულ ბაზაზე გადიოდა, ავეტისიანოვების ოჯახის 6 წევრი, მათ შორის 2 წლის გოგონა მოკლა და 6 თვის ჩვილი დაჭრა. ის მეორე დღესვე თურქეთ-სომხეთის საზღვარზე დააკავეს. ვალერი პერმიაკოვი დანაშაულს აღიარებს.

ტრაგედიამ გიურმიში სახალხო პროტესტი გამოიწვია. დამნაშავის სომხური მართლმსაჯულებისთვის გადაცემის მოთხოვნით რამდენიმე აქცია გაიმართა, რასაც მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები