კისელიოვი: უფლებას არ მივცემთ სომეხ–ფაშისტებს სახელი გაუტეხონ რუსი ჯარისკაცის დიად წოდებას (ფოტო-კოლაჟი)

ცნობილი რუსი ჟურნალისტი დიმიტრი კისელიოვი სომხეთში მასობრივი მკვლელობების განმახორციელებელი რუსი ჯარისკაცის ვალერი პერმიაკოვის აქტიური მხარდაჭერით გამოდის.
თავის ტვიტერზე კისელიოვი სომხეთის აქციებში მონაწილეებს ფაშისტებად, ხოლო პერმიაკოვს სამშობლოს დამცველ მეომრად მოიხსენიებს.
კისელიოვი კატეგორიულად მოითხოვს პერმიაკოვი სომხურ მხარეს არ გადაეცეს და მას სინდისის პატიმრად მიიჩნევს.

შეგახსენებთ კისელიოვი სახელმწიფო რესურსებით შექმნილი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „ როსსია სეგოდნია“–ს გენერალური დირექტორი და რუსული მედიაჰოლდინგის „სრულიად რუსული სახელმწიფო სატელევიზიო და რადიომაუწყებელი კომპანიის” გენერალური დირექტორის მოადგილე გახლავთ. ამ უმსხვილესი საინფორმაციო სააგენტობის ქსელის კუთვნილებაში ფაქტიურად ყველა წამყვანი რუსული სააგენტო, ტელევიზია და რადიო იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები