უკრაინის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა 21 იანვარს გაიმართება

უკრაინის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა 21 იანვარს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო “ფრანს პრესი” ავრცელებს.
წყაროს ცნობით, საგანგებო სხდომის გამართვის შესახებ გაეროს ლიტვამ მიმართა. სესიაზე განხილული იქნება უკრაინაში არსებული ვითარება.
გავრცელებული ინფორმაციით, ლიტვის დელეგაციას სხდომის დახურულ ფორმატში გამართვა სურდა, თუმცა შეერთებული შტატების მოთხოვნით, შეხვედრა ღია რეჟიმში ჩატარდება.
უკრაინის საკითხზე უშიშროების საბჭოს სხდომა ბოლოს გასული წლის 12 ნოემბერს გაიმართა, სადაც გაეროს ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხებში უმაღლესი კომისრის ანგარიში განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები