მინისტრთა კაბინეტის წევრები ავიაკატასტროფას სასწაულებრივად გადაურჩნენ (ვიდეო)

ფილიპინების მინისტრთა კაბინეტის წევრები, თითქმის სრული შემადგენლობით, ავიაკატასტროფას სასწაულებრივად გადაურჩნენ.
ავიალაინერს, რომელიც ქალაქ ტაკბოლანის აეროპორტში იდგა, ასაფრენ ბილიკზე ცეცხლი გაუჩნდა.
ჩინოვნიკები ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მიემგზავრებოდნენ, სადაც მათ რომის პაპის ოფიციალურ ვიზიტში მონაწილეობა უნდა მიეღოთ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავის აფრენისას ძლიერი შტორმი დაიწყო. ქარის სიჩქარემ 100 კმ/სთ შეადგინა. შტორმის გამო ლაინერმა ჰაერში აფრენა ვერ მოახერხა. რამდენიმე ათეული მეტრი მან ცხვირით მიწაზე გაიარა, შემდეგ კი გაჩერდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

https://www.youtube.com/watch?v=2YCk_zyb6aY

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები