ჰაკერული თავდასხმის საშუალებით, რომის პაპმა მესამე მსოფლიო ომი “გამოაცხადა”

ჰაკერებმა რამდენიმე ამერიკული მედიასაშუალების “ტვიტერის” გვერდების გატეხვა მოახერხეს და მცდარი ინფორმაციები გაავრცელეს.
ერთ–ერთი ჩანაწერის ავტორად მათ რომის პაპი მიუთითეს, ჩანაწერის მიხედვით რომის პაპი მესამე მსოფლიო ომის დაწყების შესახებ იუწყებოდა. გარდა ამისა, კიდევ ერთი ცნობა კი იმას შეეხებოდა, რომ ჩინური რაკეტა ამერიკულ ავიამზიდს “ჯორჯ ვაშინგტონს” მოხვდა.
აღნიშნული ჩანაწერები პირველივე წუთებში მილიონობით მომხმარებელმა გააზიარა, გაზეთებმა, რომელთა შორის “ნიუ იორკ პოსტიც” იყო, ჰაკერული თავდასხმის შესახებ განაცხადეს და მცდარი ინფრომაციები გვერდებიდან წაშალეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები