ჩინეთში გემის ჩაძირვის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა

აღმოსავლეთ ჩინეთში, მდინარე იანგძიში საბუქსირო გემის ჩაძირვის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. უცხოური მედიის ინფორმაციით, გემზე სულ 25 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის სინგაპურის, ინდოეთის, მალაიზიისა და იაპონიის მოქალაქეები.
მათივე ცნობით, მაშველებმა სამი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ერთი ადამიანის ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება. მაშველებმა ასევე შეძლეს ჩაძირული გემის ამოყვანა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები