პარიზის პოლიციამ ანტიისლამური მანიფესტაცია აკრძალა

პარიზის პოლიციის პრეფექტურამ 18 იანვარს დაგეგმილი ანტიისლამური მანიფესტაცია აკრძალა. აქციაზე ორგანიზატორები ქვეყნიდან ისლამისტების გაძევების მოთხოვნის დაყენებას აპირებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
უცხოური მედიის ცნობით, დემონსტრაციის ორგანიზატორები მკვეთრად ანტიისლამური ლოზუნგების დაყენებას აპირებდნენ, რასაც ინციდენტების გამოწვევა შეეძლო.
პარიზის მეორე ოლქის მერი ჟაკ ბუტო მიესალმა ხელისუფლების გადაწყვეტილებას: „პრობლემის გადაჭრად რასიზმი არ შეიძლება იქცეს. სიტყვის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც მოქალაქეებზე ან ადამიანების ჯგუფზე თავდასხმა იწყება“.
საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა კრისტიან ტობირამ დღეს განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში რიგი საკანონმდებლო ინიციატივებით გამოვა, რომელიც რასიზმის და ანტისემიტიზმის გამოვლინების დასჯის გამკაცრებისკენ იქნება მიმართული. ამისათვის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლების გადახედვა და მასში დამატებების შეტანა გახდება საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები