ერდოღანი “შარლი ებდოს” ზიზღისა და რასიზმის გაღვივებაში ადანაშაულებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი სატირულ ფრანგულ ჟურნალს “შარლი ებდოს” ზიზღისა და რასიზმის გაღვივებაში ადანაშაულებს.
ერდოღანი ფიქრობს, რომ “ასეთი პროვოკაციები“ კანონით უნდა დაისაჯოს.
“ეს ჟურნალი ცნობილია თავისი პროვოკაციული მასალებით მუსლიმებსა და ქრისტიანებზე. რასაც ისინი აკეთებენ – ეს არის რასიზმისა და ზიზღის გაღვივება. ეს არ არის თავისუფლება. ეს არის ტერორსა და სხვა ადამიანების პირად სივრცეში შეჭრა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ არ არსებობს უსაზღვრო თავისუფლება”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები