წყალდიდობის შედეგად მალავიში 170 ადამიანი დაიღუპა
უკანასკნელ დღეებში წყალდიდობების შედეგად მალავიში 170-მდე ადამიანი დაიღუპა, 100 ათას ადამიანზე მეტი კი იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
რამდენიმე დღის წინ ქვეყნის პრეზიდენტმა პიტერ მუტარიკამ ქვეყანა სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა და საერთაშორისო თანამეგობრობას დახმარება სთხოვა. ქვეყნის ხელისუფლება დატბორილი ტერიტორიების მაცხოვრებლებს მოუწოდებენ, ქვეყნის უფრო მაღალ რაიონებში გადაადგილდნენ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, სოფლების მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი საცხოვრებლების დატოვებაზე უარს ამბობს.
არსებული ინფორმაციით, წყალდიდობების შედეგად მოზამბიკის ტერიტორიაც დაზარალდა.