რუსი სამხედროს მიერ სომხეთში დაჭრილ 6 თვის ჩვილს ოპერაცია ჩაუტარდა

სომხეთში, ქალაქ გიუმრში ავეტისიანების ოჯახის ერთადერთ გადარჩენილ წევრს, 6 თვის სერიოჟას ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო echomsk.spb.ru ავრცელებს.
მიყენებული ჭრილობების გამო ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, თუმცა როგორც მედიკოსები აცხადებენ ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
შეგახსენებთ, 12 იანვარს, რუსეთის 102 სამხედრო ბატალიონის ჯარისკაცმა ვალერი პერმიაკოვმა, ავეტისიანების 6 სულიანი ოჯახი მთლიანად ამოხოცა. გარდაცვლილა შორის 2 წლის გოგონაა. გიუმრის ადგილობრივმა მოსახლეობამ ბრალდებულის სომხეთის მხარისთვის გადაცემა და დუყონებლის გასამართლება მოითხოვა. აქციაზე მისულ დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაშავდა 15 დემონსტრანტი, მათ შორის 5 პოლიციელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები