პარიზის მახლობლად, ფოსტაზე თავდამსხმელი აყვანილია

თავდამსხმელი, რომელმაც პარიზის მახლობლად, კოლომბში, ფოსტის შენობაში მყოფი ტყვეები დააკავა, განიარაღებულია. ის ფრანგმა სამართალდამცავებმა ერთსაათიანი მოლაპარაკების შედეგად დააპატიმრეს. თავდამსხმელი თავად ჩაბარდა მათ.
გავრცელებული ინფორმაციით, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. ფოსტის შენობაზე თავდასხმის გადაწყვეტილება წარუმატებელი სასიყვარულო ისტორიის შემდეგ გადაწყვიტა. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი არ უკავშირდება 7 იანვარს, „შარლი ებდოს“ რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები