თბილისის საკრებულოს სხდომაზე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს

დედაქალაქის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა. ხდომაზე მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს და 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე თანხმობის მიცემის თაობაზე იმსჯელეს. საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, სხდომაზე საკრებულოს წევრები იმ საკითხებს განიხილავენ, რომლებიც სწრაფ მოგვარებას საჭიროებენ.
“სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის გამოიყენება გამარტივებული შესყიდვების პრაქტიკა’’,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა და მაგალითად ელბაქიძის დაღმართზე საავტომობილო გზის მარჯვენა მონაკვეთის ჩანგრევასთან დაკავშირებული ფორს–მაჟორული მდგომარეობა დაასახელა. მისივე ინფორმაციით, მომავალში დაჩქარებული წესით შესყიდვები მაქსიმალურად შეიზღუდება.
გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, რომ არსებობს რიგი საკითხებისა, რომლებიც დაუყონებლივ მოგვარებას საჭიროებენ. მისი თქმით, ბიუროზე გამარტივებული შესყიდვების მხოლოდ ერთი საკითხი განიხილება, რომელიც მერიის ადმინისტრაციული შენობის დასუფთავების საკითხს ეხება.
“ამაზე ტენდერი საკმაოდ დიდ ხანს იყო გამოცხადებული და ტექნიკური მიზეზების გამო ვერ დასრულებულდა. ამიტომ, მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ ეს პროექტი გავიტანოთ. თუმცა, გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებით საკმაოდ უარყოფითი დამოკიდებულება გვაქვს. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი შემთხვევა წელს არ ყოფილა, ეს არის პირველი და საკმაოდ მცირე თანხის, ამიტომ აღნიშნული შემთხვევა პრობლემას არ წარმოადგენს”, – განაცხადა ტყემალაძემ.
ბიუროს სხდომაზე დეპუტატების უმრავლესობამ წარმოდგენილი საკითხის უახლოეს საკრებულოს სხდომაზე გატანას დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები