ენერგეტიკის სამინისტრო აქციას – „ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“ შეუერთდა

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო უერთდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წამოწყებულ აქციას – „ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“.
„2015 წელი C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად გამოცხადდა. ჩვენ გავუფრთხილდებით და დავიცავთ თითოეული ადამიანის სიცოცხლეს. გვახსოვდეს რომ: C ჰეპატიტი დაძლევადია; დროული დიაგნოსტიკა განკურნების გარანტიაა; მკაცრად დავიცვათ ჰიგიენის ნორმები – თავიდან ავირიდოთ C ჰეპატიტი“, – აცხადებენ სამინისტროში.
ენერგეტიკის სამინისტრო გამოწვევას უგზავნის საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია GOGC-ს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები