თავდამსხმელი, რომელმაც პარიზის სიახლოვეს, ფოსტაში ხალხი დაატყვევა, ფოსტის თანამშრომელია

თავდამსხმელი, რომელმაც პარიზის სიახლოვეს, კოლომბში მდებარე ფოსტაში ხალხი დაატყვევა, ფოსტის თანამშრომელია. ბრიტანული გამოცემა www.ibtimes.co.uk იუწყება, რომ ტერაქტის ჩადენა მან წარუმატებული სასიყვარულო ისტორიის შემდეგ გადაწყვიტა.
„ადამიანი, რომელსაც ფოსტაში მყოფი ადამიანები მძევლად ჰყავს, ამბობს, რომ წარუმატებელმა სასიყვარულო ისტორიამ თავგზა აუბნია. ჩვენც არაფერი ვიცით. ამ ეტაპზე მასთან აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს. ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ შემთხვევა უმსხვერპლოდ დასრულდეს“, – განაცხადა კოლომბეს რაიონის პოლიციის თანამშრომელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები