პარიზის სიახლოვეს, ფოსტის შენობაში თავდამსხმელმა მძევლები დაატყვევა

პარიზის სიახლოვეს, ფოსტის შენობაში უცნობმა თავდამსხმელმა მძევლები დაატყვევა. საინფორმაციო საშუალება Express.co.uk იუწყება, რომ თავდამსხმელი „კალაშნიკოვის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით არის შეიარაღებული და მძევლებს მუხლებზე დაჩოქებას სთხოვს.
არის თუ არა აღნიშნული ფაქტი პარიზში, „შარლი ებდოზე“ მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გაგრძელება, ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევას საფრანგეთის ხელისუფლებამ უკვე მისცა ტერაქტის კვალიფიკაცია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია. მსხვერლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები