დავით ნარმანია „პანორამა თბილისის“ სამშენებლო სამუშაოების დაწყებას არ ადასტურებს

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია „პანორამა თბილისის“ სამშენებლო სამუშაოების დაწყებას არ ადასტურებს.
თბილისის მერის განცხადებით, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდნენ და, მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს.
რაც შეეხება ვადებს, თუ როდის დაიწყებს კომპანია აღნიშნულ ზონაში მუშაობას, დედაქალაქის მერის თქმით, ის სხვა უწყების პროცედურების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
„პროცედურების მიხედვით, თბილისის მერიამ პროექტის ერთი ნაწილი განიხილა, რომელიც ზონის კორექტირებას, ცვლილებას ითვალისწინებდა იმ საკუთრების ფარგლებში, რომელიც კომპანია „ოლდსითი დეველოპმენტს“ გააჩნია. მიღებული იქნა ზონის ცვლილების გადაწყვეტილება და შესაბამისი პროცედურების დაცვით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეკონომიკის სამინისტროს გადაეგზავნა“, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები