რომის პაპი ფრანცისკე ფილიპინების მთავრობას კორუფციის აღმოფხვრისკენ მოუწოდებს (ფოტოკოლაჟი)
რომის პაპმა ფრანცისკემ ფილიპინების ქალაქ მანილაში ვიზიტისას, ადგილობრივ მთავრობას კორუფციის აღმოფხვრისკენ მოუწოდა. ხაზი გაუსვა სოციალური თანასწორობის პრინციპებს და თქვა, რომ გაჭირვებული ადამიანების დახმარება საზოგადოების უპირველესი მოვალეობა უნდა იყოს.
„ყველა ჩვენგანი ვალდებულია, რომ გაჭირვებული ხალხის მდგომარეობა გულთან უფრო ახლოს მივიტანოთ. გავარღვიოთ ბარიერი, რომელიც სოციალურ უთანასწორობას გულისმობს და დავამარცხოთ ის უსამართლობა, რომლის წყალობითაც დღეს ამდენი გაჭირვებული ადამიანი არსებობს“, – განაცხადა ფრანცისკემ.
შეგახსენებთ, რომ ფილიპინები აზიის ქვეყნებს შორის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მოსახლეობის 90%-ს ქრისტიანები წარმოადგენენ. რომის პაპის ვიზიტი ფილიპინებში იმითაც არის განსხვავებული, რომ ვატიკანის პაპებს შორის ის მეორე აღმოჩნდა, რომელმაც ფილიპინებში გამგზავრება გადაწყვიტა. რომის პაპი ვატიკანში ხვალ დაბრუნდება.