ჯონ ქერი საფრანგეთის პრეზიდენტს მიმართავს: საფრანგეთი მსოფლიოსთვის მაგალითი გახდა

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ, საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს მხარდაჭერა გამოუცხადა.
„ამერიკელი ხალხი თქვენს გვერდით არის. ჩვენ, მთელი კვირის განმავლობაში ვადევნებდით პარიზში მიმდინარე მოვლენებს თვალყურს. საფრანგეთი დღეს მსოფლიოსთვის მაგალითი გახდა. მან დაამტკიცა, რომ სიტყვის გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესია“,- განაცხადა ქერიმ.
შეგახსენებთ, რომ 7 იანვარს, პარიზში, „შარლი ებდოს“ რედაქციაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი: 8 ჟურნალისტი, 2 პოლიციელი, რედაქციის დამლაგებელი და სარეკლამო აგენტი გარდაიცვალა. ტერაქტის შედეგად 11 ადამიანიც დაშავდა. პასუხისმგებლობა თავდასხმაზე, ტერორისტულმა ორგანიზაციამ „ალ-ქაიდამ“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები