პროკურატურამ „კვირას“ გამოწვევა მიიღო და აქციას – „ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“ შეუერთდა

საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ “კვირას“ გამოწვევით. საქართველოს პროკურატურა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წამოწყებულ აქციას: „ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“ შეუერთდა.
“2015 წელი მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის C ჰეპატიტთან ბრძოლის წელი იქნება. ეს არის მნიშვნელოვანი წამოწყება, რადგან თითოეული ადამიანის სიცოცხლეს სათანადო გაფრთხილება და დაცვა სჭირდება. ამ კეთილ საქმეში მთავარი პროკურატურის გზავნილი ასეთია:
• C ჰეპატიტი დაძლევადია;
• დროული დიაგნოსტიკა განკურნების გარანტია;
• მკაცრად დავიცვათ ჰიგიენის ნორმები – თავიდან ავირიდოთ C ჰეპატიტი“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის აქციაში მთავარი პროკურატურა საინფორმაციო პორტალმა „კვირამ“ გამოიწვია, თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურა გამოწვევას უგზავნის საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოს.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წამოწყებულ აქციას: „ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“- პორტალი “კვირა“ გუშინ შეუერთდა. აქციაში  “კვირა“ სააგენტო “პირwელმა“ გამოიწვია. თავის მხრივ, “კვირამ“ გამოწვევა გაუგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას, თავდაცვის და გარემოს დაცვის სამინისტროებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები