საფრანგეთში პოლიციამ „შარლი ებდოს“ ტერაქტში ეჭვმიტანილი 12 პირი დააკავა
საფრანგეთში პოლიციამ „შარლი ებდოს“ ტერაქტში ეჭვმიტანილი 12 პირი დააკავა. სპეცოპერაცია საფრანგეთის ხუთ ქალაქში ჩატარდა. პარიზში, მონტრუჯის რაიონში, ორმხრივი სროლის შედეგად ერთი პოლიციელი ქალი დაიღუპა. ტერორისტები თავს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლებად აცხადებენ.
წინასწარი ინფორმაციით, ისინი „შარლი ებდოს” თავდასხმაში მონაწილე ტერორისტებს გარედან ეხმარებოდნენ და თავდასხმის დროს მათთან ფარულ კონტაქტზეც კი იყვნენ.
სპეცოპერაციის გამო, უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიზნით, ქალაქის ერთ-ერთმა ცენტრალურმა რკინიგზის სადგურმა Gare de l’Est -მა დროებით ფუნქციონირება შეწყვიტა