„ლევან ყიფიანს ქართული სპორტის განვითარების სახელმწიფოებრივი ხედვა არ აქვს “

სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ყოფილი მოადგილის, თამაზ თევზაძის განცხადებით, ლევან ყიფიანს არ აქვს სახელმწიფოებრივი ხედვა ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარებისათვის.
როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, მინისტრმა დაკავებული თანამდებობიდან ის 5 იანვარს გადააყენა, ხოლო გათავისუფლების მიზეზად კი სამინისტროში არსებული რეორგანიზაცია დაასახელა.
“თურმე რეორგანიზაცია საშუალებას მისცემს ხელმძღვანელობას, რომ მოხდეს კადრების ოპტიმიზაცია და თანამშრომელთა შორის ფუნქციების ეფექტური და რაციონალური გადანაწილება. განმარტებით ბარათში წერია ასევე ისიც, რომ მცირდება მინისტრის მოადგილეთა რაოდენობა, რაც საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მნიშვნელოვან შეღავათს წარმოადგენს”, – აღნიშნა თევზაძემ.
მისივე თქმით, რეორგანიზაცია ხელოვნურად გამოგონილი ამბავია და ლევან ყიფიანი ვერ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას.
“ერთი შეხედვით, სპორტის კუთხით სამინისტრო კარგად მუშაობს. მინისტრს ჰქონდა ღია მმართველობის ფარგლებში პრესკონფერენცია, გამოსცა ბუკლეტი და ჩააბარა ანგარიში საქმიანობის შესახებ. ახლა ისე გამოვიდა, რომ მინისტრის მოადგილე, რომელიც სპორტის დარგშია, ანუ მე არაეფექტურად ვმუშაობდი”, -განაცხადა თამაზ თევზაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები