გერმანიაში ტერაქტის მცდელობისთვის 2 ადამიანი დააკავეს

გერმანიაში ტერაქტის მცდელობისთვის 2 ადამიანი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ისინი დღეს დილით, სახლებში აიყვანეს. 41 წლის ისმეტი და 43 წლის ერმინი, თავს ,,ისლამური სახელმწიფოს’’ წარმომადგენლებად ასაღებენ. პოტენციური ტერაქტის შესახებ ამ დრომდე ინფორმაცია არ ვრცელდება. თუმცა, ცნობილია, რომ ტერორისტების დასაკავებლად მობილიზებული იყო ბერლინის 250 სამართალდამცავი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები