გიუმრიში გამართულ საპროტესტო აქციაზე 15 დემონსტრანტი დაშავდა (ვიდეო)
გუშინ ღამით, სომხეთის ქალაქ გიუმრიში გამართულმა საპროტესტო აქციამ კულმინაციას მიაღწია. დაშავდა 15 დემონტრანტი, მათ შორის 5 პოლიციელი. აქციაზე მისული ადამიანები, ავეტისიანების 6 -სულიანი ოჯახის მკველობაში ბრალდებული 18 წლის ჯარისკაცის, ვალერი პერმიაკოვის დაკავებას და მისი სომხური მხარისთვის ექსტრადიციას მოითხოვდნენ. დემონსტრანტები რუსული დროშებით გამოვიდნენ, დროშები დემონსტრაციულად ჯერ ფეხქვეშ გათელეს, შემდეგ კი დაწვეს.
გიუმრიში მდგომარეობის დაძაბვის გამო დაიხურა ადგილობრივი სკოლები და საბავშვო ბაღები. საპროტესტო აქციები კი სომხეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა, მათ შორის ერევანში, არარატში და რაზდანშიც. სოლიდარობის ნიშნის გამოსახატად, აქციაზე მისულ ადმაიანებს ყვავილები მიჰქონდათ.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციაზე მისული დემონსტრანტები 102 რუსული სამხედრო ბაზის, 18 წლის ჯარისკაცის, ვალერი პერმიაკოვის დაკავებას მოითხოვდნენ. 12 იანვრის ღამეს მან ავეტისიანების 6 -სულიანი ოჯახი ჩაცხრილა. სეროჟა ევეტისიანი, ასმიკ ავეტისიანი, აიდა ავეტისიანი, არმენა ავეტისიანი და არაკსიუ პოგოსიანი.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ოჯახის ამოხოცვაში ბრალდებული პერმიაკოვი რუსმა მესაზღვრეებმა სოფელ ბაიანდურთან, სომხეთ-თურქეთის საზღვართან ახლოს აღმოაჩინეს, თუმცა სომხური მხარისთვის ის ჯერ არ გადაუციათ. ვინ გაასამართლებს მკვლელობაში ბრალდებულ 18 წლის ჯარისკაცს, რუსეთის თუ სომხეთის უზენაესი სასმართლო, ჯერჯერობით უცნობია.