საფრანგეთში „ისლამური სახელმწიფოს” ჰაკერებმა 19 000 ვებგვერდი გატეხეს

საფრანგეთში, 19 000 ვებგვერდი ე.წ ისლამური სახელმწიფოს კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო „დეილი მეილი” იუწყება, პარიზში, „შარლი ებდოს“ სატირულ გამოცემზე განხორციელებული ტერაქტის შემდეგ, საფრანგეთის კიბერსივრცეზე თავდასხმა აქტიურად დაიწყო. სოციალური ქსელის მომხმარებელი, ფრანგულ ვებგვერდზე შესვლისას ჰაკერის სახელს და ე.წ ისლამური სახელმწიფოს მიერ დაწერილ მთავარ ლოზუნგს ხედავს. „სიკვდილი საფრანგეთს’’ – ამ ფრაზამ საფრანგეთის სოციალური ქსელის მომხმარებლები საგონებელში ჩააგდო.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა საფრანგეთში მცხოვრებ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. მან აღნიშნა, რომ ,,შარლი ებდოს’’ ტერაქტის შემდეგ უსაფრთხოების ზომები ქვეყანაში განსაკუთრებით გაძლიერებულია.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ, ,,ისლამური სახელმწიფოს’’ ჰაკერებმა ამერიკის ფედერალური ბიუროს დალუქულ სისტემაში შესვლა და მისი დაზიანებაც მოახერხეს. საფრანგეთის მინისტრის თქმით, საფრანგეთში განხორციელებული კიბერშეტევა, აშშ- ში განხორციელებული კიბერშეტევის შესაძლო გაგრძელებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები