ბელგიაში მომხდარი ტერაქტის გამო უსაფრთხოების ზომებს გააძლიერებენ

ბელგიაში უსაფრთხოების ზომებს გაძლიერებენ. როგორც საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ იუწყება, გადაწვეტილება ვერვიერის ქალაქში სამართალდამცავებსა და ისლამ ტერორისტებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად მიიღეს. უსაფრთხოების ზომების გაძლიერების შემდეგ, ებრაულმა დიასპორამ ბრიუსელსა და ანტვერპში საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვის გადაწყვეტილებაც კი მიიღო.
შეგახსენებთ, გუშინ ღამით ბელგიის აღოსავლეთ ნაწილში, ვერვიერის რეგიონში, ე. წ ისლამური სახელმწიფოს ორმა ტერორისტმა, პოლიციის შენობაზე თავდასხმა სცადა. ორმხრივად გახსნილი ცეცხლის შედეგად, ორივე თავდამსხმელი გარდაიცვალა. მესამე ტერორისტი კი ბელგიელმა სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს.
როგორც ბელგიის ფედერალური სამსახურის წარმომადგენელი ერიკ ვან დერ სიპტი ამბობს, ვერვიერში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას, პარიზში, „შარლი ებდოზე“ მომხდარ თავდასხმასთან კავშირი არ აქვს, თუმცა რომ არა სამართალდამცველების ოპერატიულობა, შედეგები გაცილებით უფრო მძიმე იქნებოდა.
„პოლიციის სწრაფმა რეაგირებამ ტერაქტი მაშინვე ჩაახშო. რომ არა სამართალდამცავების ოპერატიულობა, თავდასხმა უმსხვერპლოდ არ ჩაივლიდა და შესაძლოა, ეს ფაქტი, პარიზში მომხდარი ტერაქტის გაგრძელება გამხდარიყო’’, – განაცხადა სიპტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები