ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე აღარ მიიწვიონ

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე აღარ მიიწვიონ. როგორც გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, ამის მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილის ოკუპაციაა.
“ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტი, საერთო ღირებულებების უგულებელყოფაა. დიდი შვიდეული” კი, რომელიც მანამდე “დიდი რვიანი” იყო, ის გაერთიანებაა, რომლის წევრებსაც საერთო ღირებულებები უნდა აერთიანებდეთ,’’- განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ იუწყება, თუ გაზაფხულამდე რუსეთი უკრაინასთან მიმართებაში საგარეო პოლიტიკის კურსს არ შეცვლის, ევროკავშირის ქვეყნები მისთვის დამატებითი სანქციების გატარებაზე იზრუნებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები