“Charlie Hebdo“–ს თემაზე ხუმრობის გამო ფრანგი კომიკოსი სასამართლოს წინაშე წარდგება

კომიკოს მბალა დიედონეს, რომელმაც „Charlie Hebdo“–ს თავდასხმის ფაქტზე იხუმრა, საფრანგეთში სპექტაკლი გაუუქმეს.
გარდა ამისა კომიკოსი სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევს. ამ ინფორმაციას „Agence France-Presse“ ავრცელებს.
არსებილი ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დარბაზმა „Arenes de Metz“–მა მსახიობს კონტრაქტი გაუწყვიტა. კომიკოსმა ჟურნალის სახელწოდება და პარიზის ებრაულ მაღაზიაზე თავდამსხმელი ტერორისტის გვარი გააერთიანა და სოციალურ ქსელში საკუთარ თავს შარლი კულიბალი უწოდა. ფრანგულმა საზოგადოებამ ეს ხუმრობა პროვოკაციულად შეაფასა. დიედონე წარსულში ანტისემიტიზმში დაადანაშაულეს, როდესაც ნაცისტური მისალმების მსგავსი ჟესტი გამოიყენა. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით ფრანგულმა ხელისუფლებამ ამ ხუმრობის გამო კომიკოსი დაკითვაზე დაიბარა და მას სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევს. გავრცელებული ინფორმაციით, დიედონის ხუმრობის გამო ფრანგულმა ხელისუფლებამ კომიკოსის მხრიდან „ტერორიზმის მხარდაჭერის“ მუხლით დაიწყო გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები