რომის პაპი: არავის შეუძლია რწმენას დასცინოს, ხოლო ვინც ამას გააკეთებს, საპასუხო დარტყმასაც უნდა ელოდოს

 

რომის პაპი ფრანცისკი თვლის, რომ „სიტყვის თავისუფლების“ გაგება გარკვეულ ჩარჩოებში უნდა მოექცეს. ასეთი აზრი პონტიფიკმა პარიზში სატირულ ჟურნალ „Charlie Hebdo“–ზე თავდასხმის საპასუხოდ გააჟღერა. ამ ინფორმაციას „NBC News“–ი ავრცელებს.

„არავის შეუძლია რწმენას დასცინოს. ხოლო ვინც ამას გააკეთებს, საპასუხო დარტყმასაც უნდა ელოდოს“, – განაცხადა პაპმა და აღნიშნა, რომ რწმენის აღმსარებლობა, ისევე როგორც სიტყვის თავისუფლება – ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს.

„არ შეიძლება პროვოცირება, არ შეიძლება სხვისი რელიგიის დამცირება, არ შეიძლება რწმენის დაცინვა. საზღვარი არსებობს. ყველა რელიგიას თავისი ღირსება გააჩნია… სიტყვის თავისუფლებას საზღვარი გააჩნია, ის კეთილდღეობისკენ უნდა მიდიოდეს“, – აღნიშნა რომის პაპმა.

თავისი სიტყვების ილუსტრაციისთვის პაპმა თავის თანაშემწის ალბერტო გასპარის მისამართით იხუმრა. „რა თქმა უნდა, არ შეიძლება სისასტიკით პასუხის გაცემა, მაგრამ თუკი, მაგალითად დოქტორი გასპარი დედაჩემის მისამართით შეიგინებს, მაშინ მას მუშტი ელოდება“, – განცხადა პონტიფიკმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები