ერგნეთიდან გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

სოფელ ერგნეთიდან სამი დღის წინ გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივთა განცხადებით, 78 წლის ვალიკო კასრაძე სამი დღის წინ სახლიდან ღამის პირველ საათზე გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.
კასრაძე, სოფელ ერგნეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბროწლეთის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, მამაკაცი დაბალი ტემპერატურის გამო გაიყინა. გარდაცვლილი უკვე სახლში გადაასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები