უკრაინაში 210- დღიანი მობილიზაცია გამოცხადდება
უკრაინაში 210- დღიანი ”ნაწილობრივი მობილიზაცია” გამოცხადდება. ამასთან დაკავშირებით განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ გააკეთა. მან ხელი მოაწერა ”ნაწილობრივი მობილიზაციის” დოკუმენტს და უკრაინის უმაღლეს რადას გაუგზავნა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო ”რია.რუ”იუწყება, 210- დღიანი მობილიზაცია 20 იანვარს დაიწყება. ნაწილობრივი კი იმას გულისხმობს, რომ ის უკრაინის 24 ოლქში ჩატარდება. ”ნაწილობრივი მობილიზაცია” უკრაინაში გამოცხადებული მეოთხე და ყველაზე ხანგრძლივი მობილიზაციაა. ის უკრაინის საომარ მდგომარეობას უკავშირდება.