რუბლი ძლიერდება, ნავთობის ფასი კი იკლებს

რუსეთის ეროვნული ვალუტა – რუბლი ძლიერდება, ნავთობის ფასი კი დღითი-დღე იკლებს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ”რია.რუ” ავრცელებს.
დღევანდელი დღის მონაცემებით, რუსეთში, დოლარის კურსმა 0.7 პუნქტით დაიწია და ერთ დოლარზე 64.06 რუბლი შეადგინა. შესაბამისად, დაიწია ევროს კურსმაც. ერთი ევროს ეკვივალენტი 75.33 რუბლი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევრომაც 0.9 პუნქტით დაიწია.
რუბლის გაძლიერებასთან ერთად, ნავთობის ფასმაც შემცირდა. ”ბრენტის” სახეობის ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 48 დოლარს შეადგინა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ერთი კვირის განმალობაში ნავთობის ფასი განსაკუთრებით მერყეობს. სამი დღის წინ ერთი ბარელი ნავთობის ფასი 48.7 დოლარი იყო, ანუ 0.7 პუნქტით უფრო მაღალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები