ანტარქტიდაში დაკარგული დეპუტატები იპოვეს

ანტარქტიდის კონტინენტზე, ”ვინსონის” მწვერვალის დასალაშქრად წასული ორი რუსი დეპუტატი: ოლეგ სავჩენკო და ალექსანდრე სედიაკინი იპოვეს. როგორც ავსტრალიაში ”ბი-ბი-სის” წარმომადგენელი იუწყება, ამერიკული კომპანია, რომელიც ალპინისტი დეპუტატების ლაშქრობას ორგანიზატორობდა, ამბობს, რომ დეპუტატები ცოცხლები და უვნებლები არიან.
შეგახსენებთ, რომ ანტარქტიდაში ისინი 8 იანვარს, უმაღლესი მწვერვალის ”ვინსონის” დასალაშქრად გაემგზავრნენ. 12 იანვარს მათთან ყველანაირი კავშირი შეწყდა. სედიაკოვი და სავჩენკო ყველანაირი საჭირო აპარატურით იყვნენ აღჭურვილები. თუმცა, ოჯახის წევრებს არ დაკავშირებიან. შესაბამისად, ანტარქტიდაში ამინდის გაუარესების გამო, გაჩნდა ეჭვი, რომ დეპუტატები მწვერვალზე ასვლის დროს, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლნენ.
სედიაკინის პრესსამსახურის უფროსი პაველ სლიანუჩი ადასტურებს, რომ რუსეთის საპარლამენტო ფრაქციის ”ერთიანი რუსეთის” დეპუტატები იპოვეს და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები