„ზურა ვაზაგაშვილი მარცხენა მხრიდან განხორციელებული გასროლის შედეგად დაიღუპა“

დამოუკიდებელი ექსპერტის მაია ნიკოლეიშვილს ინფორმაციით, ზურა ვაზაგაშვილს ახლო მანძილიდან, მარცხენა მხრიდან ნასროლი ტყვიით დაიღუპა. მაია ნიკოლეიშვილმა “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მან აღნიშნული დასკვნა წინა წლებში ჩატარებული ექსპერტიზების შესწავლის საფუძველზე, საკმაოდ დიდი მოცულობის საქმის მასალების გაცნობის შემდეგ დადო.
მისი თქმით, დღემდე გამოძიების ოფიციალურ ვერსიაში არ ფიგურირებს, თუ რომელი მხრიდან მიყენებული ჭრილობებით არის გარდაცვლილი ზურაბ ვაზაგაშვილი.
„მასალების შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილი გარდაიცვალა მარცხენა მხრიდან, ახლო მანძილიდან მიყენებული ჭრილობით. მისთვის მარცხენა მხრიდან მყისიერად მიყენებული დაზიანება სიცოცხლესთან შეუთავსებელია, ხოლო მარჯვენა მხრიდან მიყენებული დაზიანებების უმეტესობა არის მსუბუქი ხარისხის. ამასთან, არის ერთი მძიმე ხარისხის დაზიანება, თუმცა იქ გარკვეული ანატომიური საკითხებია დასაზუსტებელი, ვნახოთ როგორ გამოიყენებს გამოძიება ამას“, – განუცხადა “კვირას“ მაია ნიკოლეიშვილმა.
ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე, შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს. დაცვის მხარის განცხადებით, ფოტომასალა, რომელიც მათ ხელში აღმოჩნდა, არის დასტური, რომ ვაზაგაშვილის გარდაცვალება თავის არეში მიყენებულმა ჭრილობამ გამოიწვია. ადვოკატებმა შესაბამისი დოკუმენტაცია პროკურატურას უკვე მიაწოდეს.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ვაზაგაშვილი 2006 წლის 2 მაისს კორტებთან განხორციელებული სპეცოპერაციის დროს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები