პროკურატურამ ყაჩაღობის, ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობის, ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 5 იანვარს ზუგდიდში ქურდობისთვის ნასამართლევი ბრალდებული, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნის დემონსტრირებით თავს დაესხა მოლარე-ოპერატორს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხის გადაცემა მოსთხოვა, ხოლო მეორე თანამშრომელს ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

“დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) და 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები