ვანო მერაბიშვილის ერთ-ერთი ადვოკატი პროკურატურაში დაიბარეს
ვანო მერაბიშვილის ერთ-ერთი ადვოკატი სტეფანე თუმანიშვილი მთავარ პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ადვოკატმა დაადასტურა.
თუმანიშვილის განცხადებით, უწყება მან დღეს მიიღო. ადვოკატი საგამოძიეობო უწყებაში ხვალ, 13 დეკემბერს უნდა გამოცხადდეს.
თუმანიშვილმა არ იცის, თუ რას უკავშირდება პროკურატურაში მისი დაბარება.
„მე პოლიციასთან არანაირი შეხება არ მქონია,” – აცხადებს ვანო მერაბიშვილის ადვოკატი სტეფანე თუმანიშვილი.
მერაბიშვილის ადვოკატს პროკურატურაში 11 საათზე ელოდებიან.