საფრანგეთის პოლიციამ ქაშერული საკვების მაღაზიაზე თავდასხმაზე ეჭვმიტანილების სახელები გაასაჯაროვა

საფრანგეთის პოლიციამ პარიზის აღმოსავლეთით მდებარე ქაშერული საკვების მაღაზიაზე თავდასხმის სავარაუდო მონაწილეების სახელები და ფოტოსურათები გაასაჯაროვა. „გარდიანის“ მონაცემებით, ეჭვმიტანილნი არიან ქალი და მამაკაცი – ამედი კულიბალი და ჰაიატ ბუმედიენი.
შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ქაშერული საკვების მაღაზიაში პარიზის აღმოსავლეთით თავდამსხმელებმა სულ მცირე 5 ადამიანი მძევლად აიყვანეს. ცნობილია, რომ დატყვევებულებს შორის ქალები და ბავშვები არიან. გარდა ამისა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მაღაზიასთან სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები